დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
"ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, ჩვენს სტრატეგიას განაპირობებს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით - ეს არის ჩვენი უნიკალური გეო-ეკონომიკური მდებარეობა და ჩვენი პრაგმატული ხელისუფლების დაბალანსებული და მულტივექტორული პოლიტიკა საგარეო მიმართულებით," - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" "ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა ისაუბრა.
"ჩვენზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორის, ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ელემენტარული მატერიალურ-ფინანსური ინტერესები, რაც მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებთან არის დაკავშირებული. ისე მოხდა, რომ ჩვენს ჩრდილოეთით თუ სამხრეთით ის სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბები დღეს პარალიზებულია, დაკონსერვებულია: ჩრდილოეთით - სასანქციო პოლიტიკის გამო, სამხრეთით - მიმდინარე მძიმე მდგომარეობის გამო და ჩვენ, - ძალიან ბევრისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის, - ვინარჩუნებთ იმ მშვიდობას და სტაბილურობას, რის გამოც ამ ხელისუფლებას ხშირად დასცინიან ოპონენტები. პასუხისმგებლობის გრძნობით ვინარჩუნებთ ამ სტაბილურობის ოაზისს და უსაფრთხოების კუნძულს ძალიან ბევრი მოთამაშისთვის," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.