1752608534
ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ეს მოხდება - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ევროკომისიის ანგარიშს ეხმიანება. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს.
„ევროკომისიის შეფასება საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის ძირითად კრიტერიუმებთან, ნათლად მიუთითებს, რომ საქართველო რეფორმების სწორ გზაზეა. ევროინტეგრაცია ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ძლიერი მისწრაფებაა. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ეს მოხდება“, - წერს თალაკვაძე Twitter-ზე.