პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
"სწორედ საგარეო პოლიტიკა უნდა დავგეგმოთ ისე, რომ შესაბამისი იყოს თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, შევძლოთ ის უსაფრთხოების და თავდაცვის სტრუქტურა ავამუშაოთ ისე, რომ ჩვენი თავის დაცვაც ჩვენვე შევძლოთ", - ამის შესახებ პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" საუბრობს.
როგორც ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, როცა საქართველოს ეუბნებიან, რომ ვერ გახდება ნატოს წევრი, ეს უნდა მივიღოთ რეალობად და მოიძებნოს გამოსავალი.
"უკრაინის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი და არა მთავარი, შესაძლოა გახდა სწორედ ის, რომ უკრაინა მიისწრაფოდა ნატოში ინტეგრაციისკენ. თითქმის ყველამ იცოდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ეს კლიშე არ ჩამოაშორეს და რაც მოხდა და რაც მიმდინარეობს დღეს უკრაინაში, ხედავთ. მიუხედავად ამისა, დღეს უკრაინას ეუბნებიან, რომ შენ ვერ გახდები ნატოს წევრი და უფრო მეტიც, მას არ აძლევენ არავითარ უსაფრთხოების გარანტიასაც კი. ფაქტიურად, შეტოვებულია რუსეთთან პირისპირ, როდის და როგორ გადაწყდება საკითხი, ეს არავინ არ იცის. კიდევ ერთი საკითხი ნატოსთან მიმართებაში, ჩვენ უნდა შევხედოთ ყველაფერს რეალურად - როცა გვეუბნებიან, რომ თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრები, ეს უნდა მივიღოთ რეალობად და უნდა ვიფიქროთ იმაზე, მაშინ რა არის გამოსავალი. თუ მეტყვით იმას, რომ ნატო ჩვენ გვინდა იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები, როგორ ვხდებით დაცულები, როცა ნატოს წევრები ვერ ვხდებით და არ გავხდებით და ამას ღიად გვეუბნებიან და მეორე, ამ პირობებში, როცა თქვენ ნეიტრალიტეტის გაკრიტიკებას ცდილობთ, ვართ ვინმესგან დაცულები? ვინ გვიცავს დღეს, რომ არ ვართ ნატოს წევრები, არ ვართ ნეიტრალურები, მაგრამ ვართ დაცულები თუ არა? გნებავთ რუსეთი იყოს ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფო, თუკი ეს სამწუხაროა, მაშინ საბედნიერო იქნება ის მომენტი, თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რა მექანიზმები გვჭირდება იმისათვის, რომ დაცული იყოს ქვეყანა. დაცული რომ იყოს ქვეყანა, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ საგარეო პოლიტიკა უნდა დავგეგმოთ ისე, რომ შესაბამისი იყოს თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა და ჩვენ როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ, შევძლოთ ის უსაფრთხოების და თავდაცვის სტრუქტურა ავამუშაოთ ისე, რომ ჩვენი თავის დაცვაც ჩვენვე შევძლოთ", - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051