მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413
ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეგისტრის ამოქმედებას გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია, ამ აგენტურის რიტორიკით. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და უსტანდარტოების, როგორითაც ისინი გვიდგებიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს საუკეთესო საბჭოური გამოცდილებით“, - განაცხადა კირცხალიამ.
კანადაში უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა. მედიის ცნობით, ახალი რეესტრი ორი წლის წინ უცხოური გავლენის შესახებ მიღებული კანონის ფარგლებში ამოქმედდა.
მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959