ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
"ევროინტეგრაციის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება. საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირება და ევროკავშირში ყოფნა ჩვენი ისტორიული მისწრაფებაა.
ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ასე გულწრფელად თქვა: "თქვენ გააკეთეთ განაცხადი ევროკავშირზე, მაგრამ კანდიდატის სტატუსს უკრაინას და მოლდოვას მივცემთ. საქართველო იქნება ერთადერთი ამ სამიდან, ვინც ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. შემდეგ კითხვა იყო: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სურს ევროკავშირში გაწევრიანება? პასუხი დაახლოებით 85 პროცენტს.
"ქართულმა ოცნებამ" ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდით, ამას თქვენ ჩვენ დაგვაბრალებდით. უკვე მარტში ცხადი იყო, რისთვის სჭირდებოდა ამ ხალხს ჩვენი განაცხადი მაშინ როცა ჩვენ სულ სხვა მიზნებისთვის გავაკეთეთ ეს განაცხადი," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიზნები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება:
"ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაცია გვჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო გარემოში. თქვენ კი იყენებთ ამ თემას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის უბრალოდ, როგორც სასაუბრო თემას", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.