ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
უნგრეთის უსაფრთხოება უკეთესად იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ რუსეთის მეზობლები არ ვიქნებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი არა უკრაინის დასუსტებით, არამედ მისი გაძლიერებითა არის დაინტერესებული.
„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული უკრაინის დასუსტებით, არამედ მისი გაძლიერებით. რუსეთსა და უნგრეთს შორის ყოველთვის უნდა იყოს რაღაც, შეიძლება ამას უკრაინაც კი ვუწოდოთ. ჩვენ სამყაროს არა უკრაინული, არამედ უნგრული პერსპექტივიდან ვუყურებთ და უნგრეთის უსაფრთხოება უკეთესად იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ რუსეთის მეზობლები არ ვიქნებით“, – განაცხადა ორბანმა.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინას ყოველთვის შეუძლია უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
„ერთადერთი კითხვა ისაა, როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის ადგილი ევროპაში? ჩვენ არ გვინდა მათი ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი ისე იქცევიან, თითქოს უკვე წევრები არიან. ისინი მოთხოვნებს აყენებენ, იმუქრებიან და შანტაჟს ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, რომ წევრებიც კი არ არიან“, – განაცხადა ორბანმა.