აბას არაღჩი: ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში აღარ არის, ისინი თავს ბრმად გვესხმიან, ვერ ვხედავ რაიმე გონივრულ მიზანს, რომელსაც მისდევენ

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა გააგრძელოს თავდასხმები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

„სროლა გრძელდება. ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, რომ გავაგრძელოთ მათზე თავდასხმა ჩვენი რაკეტებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში აღარ არის.

„ამერიკელებთან საუბრის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. მოლაპარაკებების სამი რაუნდის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ამერიკულმა გუნდმა თავად განაცხადა, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაინც გადაწყვიტეს ჩვენზე თავდასხმა. ამიტომ, ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში აღარ არის. მათ ეგონათ, რომ ორ ან სამ დღეში შეეძლოთ რეჟიმის შეცვლა, შეეძლოთ სწრაფი გამარჯვების მიღწევა, მაგრამ ვერ შეძლეს. არ მგონია, რომ მათ რაიმე რეალისტური საბოლოო მიზანი ჰქონდეთ, რადგან ჩვენ ვხედავთ რაღაც ქაოსს. მათ უბრალოდ დაიწყეს ჩვენზე ბრმად თავდასხმა. დღეს, ისინი თავს დაესხნენ საცხოვრებელ უბნებს, საავადმყოფოებს, სკოლებს. დაიწყეს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე შეტევა, რაც ძალიან სახიფათო ნაბიჯია. შედეგად, ხედავთ, რომ ნავთობის ფასებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე გონივრულ მიზანს, რომელსაც ისინი მისდევენ“, – განაცხადა არაღჩიმ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მოჯტაბა ხამენეის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა ერთგვარი დაუმორჩილებლობის გზავნილი აშშ-სა და ისრაელის მიმართ, არაღჩიმ უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს სწორი შეფასებაა.