სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა იგივე გააკეთონ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი „სანქციები“ არ ატარებს ექსტრატერიტორიულ ხასიათს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა თავის ბლოგში დაწერა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა იგივე გააკეთონ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი "სანქციები" არ არის ექსტრატერიტორიული.
ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონმდებლობას.
ჩვენ, ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება ამ რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით.“ - წერს ბორელი.