რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
ჩორჩანა მნიშვნელოვანი ეპიზოდია იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას,. ამ საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხალხი იკითხება, – ამის შესახებ საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
გვარაკიძის თქმით, ყველა ის ადამიანი აუცილებლად გამოიკითხება, ვისაც ამ საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონია.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რადგან ვთვლი, რომ არ არის ჯერ გასაჟღერებელი, თუმცა ისევე როგორც სხვა ბევრ საქმეზეც, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით და ჩაგაყენებთ საქმის კურსში როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, რა თქმა უნდა, თუ გვექნება უკვე შეკრებილი მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას კავშირი აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება“, – განაცხადა გვარაკიძემ.