+42 გრადუსამდე სიცხე და ძლიერი ნალექები – ზაფხულის ახალი პროგნოზი
1783595552
"ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების დონე მშპ-სთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად.
"2021-2025 წლებში ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 6%-ზე მაღალია საშუალოდ, რაც ერთ-ერთი გამორჩეული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სწორედ საინვესტიციო მიმზიდველობა და ინვესტიციების შემოდინება, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს თავიანთ შეფასებებში", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მოლოდინია, რომ ინვესტიციების მძლავრი შემოდინება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
"აღნიშნულის დასტურია ის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია. მათ შორის გამოვყოფდი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, ენერგეტიკის სექტორს, საავიაციო მიმართულებას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ ველოდებით მსხვილი ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში მომავალ წლებში", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.