რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა არალეგიტიმური კომისია და დაიწყო პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა.
მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მივიდნენ კომისიის სხდომაზე თავად და ბადრი ჯაფარიძე.
„კომისია, რომელიც შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, შექმნა კანონის დარღვევით. არალეგიტიმური კომისიაა და პირველივე საქმე დაიწყეს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებით. ეს კომისია თითქოს შეიქმნა წინა ხელისუფლების რაღაც საქმეების გასარკვევად და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ კომისიაზე მისვლაზე ორი მიზეზის გამო – ერთი, რომ არალეგიტიმურია და მეორე, არალეგიტიმურს რომ არაკანონიერად აქვს შექმნილი ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ მურუსიძის სასამართლოში, ანუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. ჩვენ მსგავსი წერილი ან კითხვა, ამდენი ხნის განმავლობაში არ მოგვსვლია არავისგან, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს. დღეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ბადრის პროცესზე ძალიან საინტერესოა, რომ მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს საქმეში დევს. ეს საკმაოდ საინტერესო აბავია ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ტრიბუნიდან, სასამართლოს სხდომა იქნება, ქუჩა, თუ დასავლეთის ტრიბუნა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა მოტყუებით ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გააყალბა, ჩაიდო ჯიბეში ხალხის ხმები და ამავე დროს, ეს არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას უკანონოდ. რატომ არის უკანონო, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა წულუკიანს და ჰკითხოთ, სად არის 50% ოპოზიციური პარტიებისა იმ კომისიაში. არ არსებობს ასეთი. ნახეთ, რამდენ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ერთ დიდი, გლობალური – ადამიანებისთვის ხმების წართმევა და გაყალბება, მეორე უკვე დანაშაულებების კასკადი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არ დავიღლებით და მოქალაქეებს ვეტყვით თქვენი, მედიის საშუალებით და ყველა ტრიბუნიდან, რა არაკანონიერ ქმედებებს სჩადის ის ე.წ ხელისუფლება, ე.წ. პრემიერი, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.