1747683286
„ყველაზე ძლიერები, ყველაზე რთულ პერიოდში ვართ...“ - ჯო ბაიდენი, საკუთარი დიაგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საკუთარი დიაგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„კიბო ყველას გვეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც ვისწავლეთ, რომ ყველაზე ძლიერები, ყველაზე რთულ პერიოდში ვართ. მადლობა, რომ სიყვარულით და მხარდაჭერით გვამხნევებთ“, - დაწერა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ექიმებმა შტატების ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს.