1779737742
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ , ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც წერილშია ნათქვამი.
როგორც წერილში აღნიშნულია, ბულგარეთი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე შავი ზღვის რეგიონში.
„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს აღინიშნება.
ვსარგებლობ შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბულგარეთი საქართველოს ტრადიციულ პარტნიორად მიიჩნევს როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე უფრო ფართოდ – შავი ზღვის რეგიონში.
დარწმუნებული ვარ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ღია და კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებით გაგრძელდება, რაც შექმნის ოპტიმალურ წინაპირობებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში, თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია მისალოც წერილში.











