Bloomberg: ევროკავშირის ლიდერები „დრონების კედლის“ პროექტის განსახილველად დანიაში შეიკრიბებიან

დრონები

ევროკავშირის ლიდერები „დრონების კედლის” პროექტის განსახილველად მიმდინარე კვირაში დანიაში შეიკრიბებიან. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების მმართველები კონტინენტის თავდაცვის პრობლემის მოსაგვარებლად კოალიციის შექმნის ინიციატივითაც გამოდიან.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ გეგმის აქტუალურობა ნატოს წევრი ქვეყნების საჰაეროს სივრცეების დარღვევებმა განაპირობა.