ბიძინა გიორგობიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებზე: პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორი წელია ითხოვს ამ პროცესის დაწყებას და როგორც იქნა დაადგა საშველი, ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი. მივესალმებით პოლიტიკური სივრცის დეკრიმინალიზაციას და პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს

ბიძინა გიორგობიანი

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორი წელია ითხოვს ამ პროცესის დაწყებას და როგორც იქნა დაადგა საშველი, ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ხუთი პარტიის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებზე.

გიორგობიანის თქმით, პარტიის წევრები მიესალმებიან პოლიტიკური სივრცის დეკრიმინალიზაციას და პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს.

„საქმე იმაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია არის პარტიების სახელით მოქმედი პოლიტიკური შეფერილობის ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებენ. ისინი არასდროს არიან არჩევნების შედეგების მოლოდინში იმისთვის, რათა შემდეგ საპარლამენტო საქმიანობით გააგრძელონ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ისინი საპარლამენტო არჩევნებს იყენებენ იმისთვის, რომ ყოველთვის, ყველა არჩევნების შემდეგ არჩევნების შედეგის არცნობით შექმნან რევოლუციური სიტუაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა მოახდინონ“, - აღნიშნა მან.

✕