პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1772034266
„ბრიტანეთი იქცევა ისევე, როგორც სჩვევია ყოველთვის რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კოლონიალისტური იმპერიის დამოკიდებულება პატარა ქვეყნებთან. საქართველოსნაირ, მსგავს ქვეყნებთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
ბიძინა გიორგობიანის თქმით, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკრაინასთან დაკავშირებით თითქმის ხელმოსაწერად გამზადებული სამშვიდობო დოკუმენტები ჩაშალა.
„მთელი ეს პროცესი მოქმედებდა ალბათ არა მარტო, არამედ მოქმედებდა მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დავალებით. ის ჩავიდა, პირდაპირ განუცხადა მათ კიევში, რომ - ბიჭებო, უბრალოდ უნდა იომოთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.
იმის შემდეგ გრძელდება ეს ომი და კიდევ რამდენ ხანს აომებენ ამ საწყალ უკრაინელებს, უცნობია. რაიმე ბოლო არ უჩანს ამ ომს. როდესაც ჩვენი თავისუფალი მედია არ ზის იმ ტრენდზე, რომელიც ტრენდულია ბრიტანული „ბიბისისთვის“ ან კიდევ სხვისთვის, რომ აი, სადაც არის უკრაინა გაიმარჯვებს რუსეთზე, არამედ ამბობს სიმართლეს, რა მდგომარეობაც არის ფრონტზე, რა მძიმე მდგომარეობაშიც არის უკრაინა, ამას თვლიან ისინი, რომ ეს პრობლემაა მათთვის. აღიქვამენ როგორც მოწინააღმდეგეს ასეთ თავისუფალ სიტყვას“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.