„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად...“ - თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
1793107873
ამ 5 პარტიას, რომელიც მოქმედებს ოპოზიციის სახელით, მთელი 10 წლის განმავლობაში მათ განსახილველად არც ერთი საკანონმდებლო პროექტი, არც ერთი ინიციატივა არ გამოუტანიათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
მან ოპოზიციური პარტიების მიერ პოლიტიკური ველის მითვისებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათგან საზოგადოებას კონცეპტუალური არაფერი მოუსმენია.
„პოლიტიკური ველი მითვისებული აქვთ ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც იმართებიან საზღვარგარეთიდან. ჩვენ შევიტანეთ ასევე სარჩელი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მიმართ საბოტაჟის მუხლით. ეს ველი მათ აქვთ მონოპოლიზებული და სხვათა შორის, ამაში ხელისუფლებაც გარკვეული პერიოდი უწყობდა ხელს, როცა ამბობდა, „ოპოზიცია“. ეს არ არის ოპოზიცია.
ეს არის ტრაგედია, რომ მათ არ აქვთ არანაირი პოზიცია. ამ 5 პარტიას, რომელიც მოქმედებს ოპოზიციის სახელით, მთელი 10 წლის განმავლობაში განსახილველად არც ერთი საკანონმდებლო პროექტი, არც ერთი ინიციატივა არ გამოუტანიათ. დღეს საქართველო არის აღელვებულ ზღვაში გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სახელმწიფო, რომელიც არც დასავლეთისაა და არც აღმოსავლეთის და არის მომლოდინე პოზიციაში.
ისინი [ოპოზიცია] არ გამოთქვამენ საკუთარ აზრს, მათ არ აქვთ დასაბუთებული კონცეფცია. სულელური, როყიო წამოძახილები შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ რაიმე კონცეპტუალური ჩვენ მათგან არაფერი არ მოგვისმენია”, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.