სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს? - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფლანგის განცხადებები უცვლელია. "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ ალაპარაკდა "მშვიდობიან დამხობასა" და სახელმწიფო გადატრიალებაზე. საკითხს უარყოფითად ეხმაურებიან პარტია "გირჩის" წარმომადგენლები. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს სხვა აქციებისგან განსხვავებული დასასრული ექნება.
"მე, უბრალოდ, ბევრი ასეთი თარიღი მინახავს და მერე ისიც, თუ როგორ "შაგაობით" იშლებოდა ხალხი თბილისის ქუჩებში. ამიტომ, როგორ გითხრათ, ამას ვარ შეჩვეული. რა მოხდება 4 ოქტომბერს განსხვავებული, ამაზე დიდი მოლოდინები არ მაქვს. მოლოდინები მაქვს იმის, რომ ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას," - აღნიშნა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ.