ბესიკ კალაძე: გლდანის გამგეობის მიერ, მე-3 მიკრორაიონის 3ბ კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი 3000 კვ.მ ფართობზე განხორციელდება

ბესიკ კალაძე

გლდანის გამგეობის მიერ, მე-3 მიკრორაიონის 3ბ კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი 3000 კვ.მ ფართობზე განხორციელდება, - წერს სოციალურ ქსელში გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.

„დედაქალაქის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, რომ გლდანის გამგეობის მიერ, მე-3 მიკრორაიონის 3ბ კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სამუშაოები 3000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონა, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - რულონური ბალახი დაიგება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება. ყველანაირად მოწესრიგდება აღნიშნული ტერიტორია.

აღსანიშნავია რომ ამ ტერიტორიაზე იყო უკანონო შემოღობვები, რომლის დემონტაჟი მოსახლეობისა და მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობით გასულ წლის ბოლოს განხორციელდა.

გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, უსახური ავტოფარეხებისა და მოღობილების ნაცვლად, მეტი მწვანე სივრცის შექმნა გლდანის რაიონში“, - აღნიშნავს გამგებელი.