ბერდია სიჭინავა: არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის

ბერდია სიჭინავა

მოკლევადიანი პროექტები, - ასე უწოდა „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარტიიდან წასულ ყოფილ თანაგუნდელებს.

„ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, მაგრამ არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე“, - განაცხადა სიჭინავამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში.