„წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან...“ - 82-დღიანი კომის შემდეგ 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა
1783281512
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უარყო მოსაზრება, რომ მასსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოება არსებობს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის და თეთრი სახლის ლიდერი საკითხების 99%-ში ერთ აზრზე არიან, უთანხმოებებს კი, როგორც წესი, აგვარებენ.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის რაიმე განხეთქილებაა. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ისრაელზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს და არც ისრაელს ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მოკავშირე. პრეზიდენტი ტრამპი შეერთებული შტატების ლიდერია. ის აკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატებისთვის არის კარგი. მე ისრაელის - ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს ლიდერი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვის არის კარგი. საკითხების 99%-ში ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს სრულად ემთხვევა, თუმცა როგორც ნებისმიერ ოჯახში ან ახლო მეგობრობაში, ზოგჯერ ჩვენ შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მათზე ღიად ვმსჯელობთ, თავისუფალ და გულწრფელ გარემოში და, როგორც წესი, ამას ვაგვარებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.