გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
წამყვანმა ჰკითხა, რა იყო ის მთავარი წყალგამყოფი, რაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით გაივლო. რა ტიპის მმართველობა დასრულდა მაშინ და რა ეტაპი დაიწყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და დიდი სახალხო ერთობა, მივიღებდით ტოტალურ დიქტატურას ქვეყანაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ორი ალტერნატივა იქნებოდა - ან სამოქალაქო ომი მოხდებოდა და განმეორდებოდა 90-იანი წლების დასაწყისი უარეს ფორმაში, ან მივიღებდით იმდენად დამორჩილებულ, ერთი ადამიანის სურვილებზე მორგებულ ქვეყანას, რომ მას არ ექნებოდა არანაირი იდენტობა. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას მოუწია გამკლავება როგორც პანდემიასთან, ინფლაციასთან, ეკონომიკურ კრიზისთან, ომთან ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას მიუხედავად ძალიან დიდი წნეხისა, რომელიც არსებობს ჩვენს ხელისუფლებაზე“, - აღნიშნა ოდიშარიამ.