უმძიმესი კადრები ადგილიდან, სადაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი მოკლა
1670701722
სამხრეთ კავკასიის რეგიონში უცხოური სამხედრო ძალების განლაგების საჭიროება არ არსებობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა.
გაჯიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უცხო ძალები საკუთარი ინტერესების მისაღწევად ერევიან და გარე ძალები ცდილობენ თავიანთი შეხედულებების თავს მოხვევას ადგილობრივ მოთამაშეებზე.
ჰიქმეთ გაჯიევის თქმით, ბაქომ და ერევანმა სტაბილურობის გზა თავად უნდა განსაზღვრონ.
„რეგიონში მშვიდობისთვის ძალიან კარგი, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი სტატუს კვო, ახალი რეალობა ჩამოყალიბდა და ეს ახალი სტატუს კვო აღარ ეფუძნება ოკუპაციას, აგრესიას, არამედ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე, ლეგიტიმურობაზე, კანონიერებაზე. თუ სომხეთის კონსტიტუციაში არის ისეთი დებულებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს, ისინი უნდა გამოირიცხოს”, – განაცხადა ჰიქმეთ გაჯიევმა.
პარალელურად, რუსული მედია სომეხ დეპუტატ ტიგრან აბრამიანზე დაყრდნობით წერს, რომ ერევანსა და ბაქოს გიუმრიდან რუსული ჯარების გაყვანა სურთ.