1747598145
ფინეთში პროფკავშირების გაფიცვის გამო 110-ზე მეტი რეისი გაუქმდა

ფინეთში ჰელსინკის აეროპორტში, ავიაკომპანია Finnair-მა 110-ზე მეტი რეისი გააუქმა. მიზეზი ავიაგადამზიდების პროფკავშირების გაფიცვაა.
ფინეთის საავიაციო კავშირი სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვს. ფრენის გაუქმება 14 ათასს მგზავრს შეეხება, ავიაკომპანია Finnair-ი მათ ალტერნატიულ რეისებს შესთავაზებს.