1748517062
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის მასშტაბური ტარიფები დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ბათილად ცნო ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული მასშტაბური ტარიფები, დაადგინა რა, რომ მან უფლებამოსილებას გადააჭარბა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმაა ტრამპი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო ინიციატივაზე. ის ცდილობდა გამოეყენებინა ტარიფები, როგორც ინსტრუმენტი მსოფლიოში მომგებიანი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევისთვის.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ საქმე უზენაეს სასამართლომდეც მივიდეს.
როგორც Politico იუწყება, თავის დროზე ტრამპმა ახალი ტარიფები ფენტანილით ვაჭრობისა და სავაჭრო ბალანსში არსებული ქრონიკული დეფიციტის ფონზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო შემოიღო.
თუმცა, როგორც სასამართლომ დაადგინა, 1977 წელს მიღებული კანონი საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ პრეზიდენტს უფლებას არ აძლევს შემოიღოს განუსაზღვრელი ტარიფები.