სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს 5 ნიშანი – ნახეთ, ხართ თუ არა მათ შორის
1793300155
საქართველოში აშშ-ის საელჩო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, კორტნი ოსტრიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობით შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კორტნი ოსტრიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს“, — აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს 29 ოქტომბერს შეხვდა.