დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისია განცხადებას ეხმიანება. მაჭარაშვილის თქმით, ყველამ დაინახა საჯაროდ, რომ შავი ფული ტრიალებს სამწუხაროდ საქართველოში, რომელიც მოდის სწორედ უცხოური დონორებიდან.
„ჰელსინკის ეს დასკვნა და განცხადება არის „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.“ ყველამ დაინახა საჯაროდ, რომ შავი ფული ტრიალებს სამწუხაროდ საქართველოში, რომელიც მოდის სწორედ უცხოური დონორებიდან, რომლებიც მათაც კი დაადასტურეს, რომ დიახ, ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ ძალებს.
ვნახეთ ბოლო დღეებში და კვირებში, რომ პირდაპირ ამ შავ ფულს ხარჯავენ წინასაარჩევნოდ სადაც დადიან „ენჯეოს“ წარმომადგენლები მათ შორის და ასე შემდგომ. ასეთი ტიპის დასკვნები და განცხადებები როგორც თავად ოპოზიციაში ამბობენ ხოლმე არის ოპოზიციისთვის სამაშველო რგოლი, რომ როგორმე იმ პოლიტიკურ ჭაობში, სადაც არიან ბოლომდე არ ჩაიხრჩონ და როგორმე ზედაპირზე იტივტივონ.“– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია ქოლ-ცენტრებსა და ქართული ოცნების კამპანიის დაფინანსებაზე.