-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდა განსაკუთრებული შეტევა და ზეწოლა „დიფ სტეიტისგან“. სწორედ ამიტომაც არის განპირობებული, რომ ისინი არ ჩამოვიდნენ საქართველოში და არ აკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.
არჩილ გორდულაძის აზრით, სრულიად საკმარისია ერთი თვე იმისთვის, რომ მისია გამოიგზავნოს რომელიმე ქვეყანაში და არჩევნებზე დაკვირვება მოხდეს, ამისთვის კი მოიყვანა ჩეხეთის მაგალითი.
„ 2007 წელს, ნოემბრის ბოლოს, როდესაც გადადგა მიხეილ სააკაშვილი, იანვრის დასაწყისში, როდესაც არდადეგები იყო მთელი ევროპის მასშტაბით, ეუთოს წევრ ქვეყნებში, მათ მოახერხეს ჩამოსვლა და არჩევნებზე დაკვირვება.
ასევე, დღესაც, როდესაც ჩეხეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები 2 სექტემბერს გაგზავნილი მოთხოვნის შესაბამისად, 4 ოქტომბერს ჩასატარებელ არჩევნებს დააკვირდებიან. ანუ, სრულიად საკმარისია ერთი თვე იმისთვის, რომ მისია გამოიგზავნოს რომელიმე ქვეყანაში და დაკვირვება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდება.
ეს გვაძლევს იმ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ „დიფ სტეიტმა“ განსაკუთრებული ზეწოლა მოახდინა ეუთო/ოდირზე იმიტომ, რომ ეუთო/ოდირმა 2024 წელს დაწერა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, სადაც ყველას შეეძლო თავიანთი აზრი დაეფიქსირებინა. სწორედ ეს არ უნდა „დიფ სტეიტს“ იმიტომ, რომ მათი მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს არა მშვიდობიანი არჩევნები, არამედ გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ ყველაფერზე ხელის მომწერი აგენტები. ეს არის განმაპირობებელი და მთავარი მიზეზი ეუთო/ოდირის არ ჩამოსვლის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.