შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს ამუნათებდა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა სხვადასხვა დროს აქციებისას დაკავებული ის პირები შეიწყალა, რომლებმაც თავიანთი დანაშაული მოინანიეს.
„სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ თუ ადამიანი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და საკუთარ ნამოქმედარს მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება. იგივე შემთხვევაა ახლაც, როცა პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება გამოიყენა – ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, პრეზიდენტმა ჰუმანურობა გამოიჩინა და შეწყალება გამოიყენა.
რაც შეეხება შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებებს, გვახსოვს, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს როგორ ამუნათებდა, რომელთაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ადამიანებს თავიანთი დანაშაული არ ეღიარებინათ და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ. რატომ? – მათ ამ ადამიანების ბედი რეალურად არ აინტერესებთ. მათი ნაწილი წააქეზეს, მოატყუეს და პარალელური სამყარო შეუქმნეს. შემდეგ კი ეს ადამიანები მიატოვეს და მათი არსებობა დაივიწყეს. როცა ამ ადამიანებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა, მათი დამუნათება დაიწყეს და ამათ წინააღმდეგ თავდასხმებსაც კი დაიწყებენ. ამ ყველაფერს თავიანთი ან იმ დამქაშების ხელით გააკეთებენ, რომლებიც არცთუ ისე ბევრი დარჩა“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.