არჩილ გორდულაძე: უქმდება დროებითი ტერიტორიული ერთეული და ხსენება ყოფილი სამხრეთ ოსეთისა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია 2007 წელს, არის მოღალატეობრივი, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სარჩელშიც მითითებულია

არჩილ გორდულაძე

უქმდება დროებითი ტერიტორიული ერთეული და ხსენება ყოფილი სამხრეთ ოსეთისა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია 2007 წელს, არის მოღალატეობრივი, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სარჩელშიც მითითებულია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩატარებული სეპარატისტული არჩევნები, იყო მოღალატეობრივი.

„უქმდება დროებითი ტერიტორიული ერთეული და ხსენება ყოფილი სამხრეთ ოსეთისა. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია 2007 წელს, არის მოღალატეობრივი გზავნილი, მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სარჩელშიც მითითებულია. 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები, სეპარატისტული, რომელიც მათ შორის ტერიტორიული ერთეულის შექმნის გზით დაკანონდა, რაც არის კიდევ ერთი ღალატი ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინაშე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება.