კარგი სიახლე მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს - ნახეთ, რა იცვლება
1793218334
ტყუილია, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო და ისინი სისხლის სამართლებრივი წესით არ უნდა დასჯილიყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გორდულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, ეს განცხადება არის სრული სიცრუე.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
„ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ტყუილია ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც გორდულაძემ განმარტა,
„სინამდვილეში, ყველას კარგად გვახსოვს, რომ იმ პერიოდში ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საქართველოს სახელმწიფო საზღვართან“, - განაცხადა გორდულაძემ.