შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დანაკლისია, მას უდიდეს პატივს ვცემ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისადმი ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ტყუილი და სპეკულაციაა.
„მამუკა მდინარაძეს თავისი ათწლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული. რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია. მას და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ თავადაც თქვა, რომ მის გადაწყვეტილებას არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება. ვინც ამ ადამიანს იცნობს, მის გულწრფელობაში დარწმუნდებოდა. თავად თქვა, რომ არავითარი წერილი არავისთვის არ გაუგზავნია. დანარჩენი სპეკულაციაა. თუ ვინმემ ის წერილი წაიკითხა, დაინახავდა, რომ გულშემატკივრის პოზიციიდან მყოფი ადამიანის მიერ არის დაწერილი. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირს ასეთი წერილი მიეწერა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტყუილი და სპეკულაციაა. ძალიან ბედნიერი ვარ, თავს უფლება მივცე, მამუკა მდინარაძეს უფროსი მეგობარი ვუწოდო. ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება, მას უდიდეს პატივს ვცემ“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.