არჩილ გორდულაძე: კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, ეს არის პიროვნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

არჩილ გორდულაძე

კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, ორი ვადით მას უკვე იმდენი საქმე აქვს გაკეთებული, რაც ერთად აღებული სხვა ყველა დანარჩენ მერს არ აქვს თბილისის უახლეს ისტორიაში გაკეთებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური საკითხები უალტერნატივო და მასშტაბურია.

„კახა კალაძე თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარას. ეს არის პიროვნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამავდროულად, განაგრძობს თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვას. რაც შეეხება ბატონი კახის, როგორც მერობის კანდიდატის გეგმებს, ამაზე უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც მთავარია, ერთი ამომავალი პრინციპია, რომ ზრუნვა თბილისის მოსახლეობაზე კვლავ გაგრძელდება. კვლავ გაგრძელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არაერთი განხორციელდა თბილისის მასშტაბით. ამავდროულად, გაგრძელდება დაზარალებულების თუ სხვა პირების დახმარებები“, – განაცხადა გორდულაძემ.