ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან დაკავშირებით გვაქვს ზუსტად იგივე მოცემულობა, როგორიც გვქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
„რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანო, აუდიტის სამსახურის სახით, რომლის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის გარანტიებიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ, ჩვენ გარედან მიღებული „რჩევების“ შედეგად გვქონდა შექმნილი ისეთი კვაზი ორგანოები, როგორიც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ან ანტიკორუფციული ბიურო, რომელთაც ფორმაც კი არ ჰქონდათ განსაზღვრული, ანუ ის საჯარო სამართლის იურიდიული პირიც კი არ იყო, მაგრამ გარანტიები ჰქონდა, როგორც დამოუკიდებელი ორგანოსი.
საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ უნდა არსებობდეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლება, ასევე ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით პირდაპირ არის გათვალისწინებული და ახალი უწყებების შექმნა მხოლოდ ამ კონსტიტუციური ორგანოების ფარგლებში არის შესაძლებელი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციის მიხედვით საქართველოში პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზზე აუცილებელია, რომ პრევენციული ღონისძიებები იყოს გათვალისწინებული.
„საქართველოს კონსტიტუციით, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ამ საქმიანობას განახორციელებს, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ფუნქციები და მოვალეობები არ უქმდება, ამ ყველაფერს შეასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - განმარტა არჩილ გორდულაძემ.