"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი
1773252558
ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტარებისგან სულ ისმის აბსოლუტური ტყუილები, თვითონაც არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა.
„თუ არ ვცდები, ეს უკვე მეშვიდე რეზოლუციაა, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს. შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს. ადამიანები ხომ უნდა მიხვდნენ, რომ არ ჭრის ეს მაღალფარდოვანი განცხადებები. აბსოლუტური ტყუილები, სიცრუე, სადაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, საუბრობენ კეზერაშვილზე და ნიკა გვარამიაზე, რომ მედია მენეჯერები არიან. ახლა მოვისმინეთ, რომ თურმე ელენე ხოშტარია ყოფილა პოლიტპატიმარი და ამავდროულად მარკეტა გრეგოროვას ნათქვამიც გვახსოვს, რომ თურმე საერთოდ არ იცის მან, რომ ხოშტარია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა. ვერ ხედავენ რა გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს მსოფლიოში. რეალურად, მათ არც არავინ ეკითხება. ჩვენ ხომ ვხედავდით, როგორ მიმდინარეობდა ე.წ. დებატები, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი საუბრობდა და დებატებად შეფუთეს“,- განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით ბრიუსელი უკვე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს დაუწყეს ბრძოლა.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ახლა ბრიუსელი პირდაპირ გარე მართვაზეა დამოკიდებული და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არიან თავისუფლები, სამაგიეროდ ცდილობენ, რომ გლობალური ძალების ინტერესების გასატარებლად თავს დაესხან ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და ვისთვისაც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებია მნიშვნელოვანი. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლური პრინციპი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამას ებრძვიან ეს ადამიანები. გრეგოროვას განცხადებაც ვნახეთ „იმედის" ტელევიზიის ჟურნალისტის მისამართით, რომ თურმე მათ არ აქვთ უფლება, რომ კითხვებიც კი დასვან“,- აღნიშნა გორდულაძემ.