არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების მაგალითმა ეს მარტივი ჭეშმარიტება დაადასტურა - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

მთავარი აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაზე, უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებზე, შიდა პროცესებსა და სხვადასხვა კანონპროექტზე. დარბაზში ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ისმოდა ურთიერთბრალდებებიც.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ეს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა.

"ვინ ვინ და, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან კარად იცის და ეს არაერთხელ დაუდასტურებია, დაუმტკიცებია, რომ არჩევნებს სხვა ალტერნატივა არ აქვს. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების მაგალითმა დაადასტურა ეს მარტივი ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ ვიმეორებდით. კარგად იცით, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თქვენ არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება. ისივე, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია 16-წლიანი მმართველობის თავზე", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.