არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ნიკა მელია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნიკა მელია

“თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებო მიმართვა გაავრცელა:

„მხარდამჭერები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში.თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია.სწორედ ამიტომ, საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები:• რომლებმაც გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვერ მიიღეს სმს-კოდები;• ან ხმის მიცემის პროცესში ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება;დღეს 19.00 -დან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს განახლებული კოდებით.ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ამ სმს გზავნილებში არსებულ ბმულზე გადასვლითა და მიღებული კოდის შესაბამის ველში დაფიქსირებით“ - წერს მელია სოციალურ ქსელში.