პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა
1747576767
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის ჩამოუყალიბებლობა მიუთითებს იმაზე, რომ არა მარტო კრიზისი აქვთ, მათი არამედ მათი დასამარების პროცესია დაწყებული.
"თავად ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა "ნაციონალური მოძრაობა" თავის განშტოებებით, ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ვინ არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ კრიზისი კი არ აქვთ, პრაქტიკულად პოლიტიკური დასამარების პროცესია "ნაციონალურ მოძრაობაში" და მის ანასხლეტებში. ნაწილი ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ნაწილი ამბობს რომ არ იცის. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.