არახალია ბულინგის მცდელობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამაზე მსჯელობა ჩვენს ქვეყანაში არ დაწყებულა. თუნდაც „იფსოსის“ კვლევა ადასტურებს, საგრძნობლად არის გაზრდილი ნიჰილიზმი ამ კავშირის მიმართ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ის, რაზეც იდგა ევროპა, სწორედ ეს არის ჩვენი ღირებულებითი თანხვედრა და ასეთ ევროპაში გვინდა ჩვენ შესვლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით და იმ პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახორციელებს - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები", საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს დებატები და ამაზე მსჯელობა სამწუხაროდ, დღევანდელი იქაური მმართველი კლასის და მათი პოლიტიკის დამსახურებაა:

"არახალია ბულინგის მცდელობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან - მათ შევახსენებთ, რომ ეს დებატი და ამაზე მსჯელობა ჩვენს ქვეყანაში არ დაწყებულა. თუნდაც "იფსოსის" კვლევა, კიდევ ერთი ძალიან რეიტინგული კომპანიის კვლევა, რომელიც ევროკავშირის წევს ქვეყნებში ჩატარდა და სადაც ძალიან საგრძნობლად არის გაზრდილი ნიჰილიზმი ამ კავშირის მიმართ. ამაზეც ყველანი ვთანხმდებით და ჩვენ, ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც გააჩინა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში.

ასე რომ ღირებულებითი თანხვედრა იმ ევროპასთან და იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომლისკენაც ევროპელი ხალხები იღვწოდნენ და იყვნენ ამ კავშირში, სწორედ ეს ევროპა გვინდა ჩვენ და ზოგადად, ეს დებატი და ამაზე მსჯელობა სამწუხაროდ, არის დღევანდელი იქაური მმართველი კლასის და მათი პოლიტიკის დამსახურება. იმ არარჩეული ბიუროკრატების პოლიტიკის დამსახურება, რომელიც ასევე შემადგენელია ამ მმართველი კლასის. ის, რაზეც იდგა ევროპა ეს არის სწორედ ჩვენი ღირებულებითი თანხვედრა ევროპასთან და ასეთ ევროპაში გვინდა ჩვენ შესვლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით და იმ პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახორციელებს,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დებატები იმართება თემაზე - "ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი" . ​