„არ შეიძლება, უცხოური ინტერესი მონაწილეობდეს ლოკალურ პოლიტიკაში“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

"უცხოურ დაფინანსებას მოჰყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება, რომ უცხოური ინტერესი მონაწილეობდეს ლოკალურ პოლიტიკაში", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "ღამის კურიერში", გრანტების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, მათი ოპონენტების სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობაზე აპელირებენ, თუმცა მსგავსი არაფერი იგეგმება.

"თუ რაიმე პოტენციური შავი ხვრელი არსებობს, ვალდებულები ვართ, რომ ამოვავსოთ. მარტა კოსი, ლორა თორნტონი, პაველ ჰერჩინსკი საუბრობენ, რომ მდიდარ NGO-ებს, ბაია პატარაიას, ლომჯარიას, გიგაურს უნდა გაეზარდოს დაფინანსება და ისინი იპოვიან გზებს, რომ [გადასცენ დაფინანსება]. პირდაპირ გვესაუბრებიან ამას. ჩვენ ვალდებულები ვართ, საპასუხო ნაბიჯი გადავდგათ.

საუბრობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმა უნდა ჩაახშონო. ჯერ ვინმემ გვითხრას, რას ნიშნავს?! ლომჯარია და გიგაური არიან სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ არ ხართ?! პირობითად, ვინ ამბობს, რომ რამე ხმა უნდა ჩავახშოთ?! ჩვენ ვამბობთ, ერთადერთ რამეს, რომ ის გრანტი, რომელიც მოდის პოლიტიკური პროცესებისთვის, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის - პოლიტიკურ ჭრილში, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან და თუ მთავრობა დაასკვნის, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, მას ექნება უფლება, თქვას, მიიღებს თუ არა ამ გრანტს.

დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ისევე როგორც საქართველოში, კანონმდებლობით არ შეიძლება უცხოელმა დააფინანსოს პოლიტიკური პარტია იმიტომ, რომ უცხოურ დაფინანსებას მოჰყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება, უცხოური ინტერესი მონაწილეობდეს ლოკალურ პოლიტიკაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.   დღის ამბები 18.02.2026 23:30ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია: სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ, სიცრუეა 18.02.2026 23:22ლევან მაჭავარიანი, "ღამის კურიერის" ეთერში, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მომზადებულ ცვლილებს განმარტავს   18.02.2026 23:15"არ შეიძლება, უცხოური ინტერესი მონაწილეობდეს ლოკალურ პოლიტიკაში" - ლევან მაჭავარიანი   18.02.2026 22:48"როდესაც რაღაც ტიპის საქმეები მჟღავნდება, რომლებიც ეხება ჩვენი გუნდის წევრებს, ლიდერებს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მტკივნეულია და დამაზიანებელიც პოლიტიკურად, თუმცა, ამას არსად არ გავურბივართ - ლევან მაჭავარიანი   18.02.2026 22:46გიგა ფარულავა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მომზადებულ ცვლილებაზე: ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ გამოხატვის თავისუფლებას   მეტი