დღეს დედამიწას ასტეროიდი მთვარეზე ახლოს ჩაუვლის - როგორ ვუყუროთ
1756880794
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოუწევს დღეს არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელს.
ნინო დოლიძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია კიდევ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის პირველი პირი. როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება, ამ დრომდე უცნობია. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით დათანხმდეს.
შეგახსენებთ, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს. საქმის აღძვრის საფუძველი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვა გახდა.
საზოგადოებრივი მოძრაობა იმ ჯგუფის გამოვლენას ითხოვს, ვისაც მათივე თქმით, უცხოური დაკვეთით ქვეყანაში პროცესების რადიკალიზების მცდელობა ჰქონდა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, არსებულ კითხვებს ლეგიტიმურად მიიჩნევს.
"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მათი საქმიანობა. ისინი წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ გარე ძალების დაფინანსებით და საგარეო მხარდაჭერით, უხეშად იყვნენ ჩარეულნი პოლიტიკურ პროცესებში, შეექმნათ სამოქალაქო არეულობის, დაძაბულობის გამო. არ არის გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების მიმართ არსებობს საგამოძიებო ორგანოს ინტერესი. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ კითხვებს გაეცემა სათანადო პასუხები", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.