დუბაიდან ფრენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1772468890
ანალიტიკოსმა, დავით ჩიხელიძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განცხადება „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მთავრობის სახელით გაკეთებული განცხადება იყო დიპლომატიის კლასიკა.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიციისა და მათი მედიების მხრიდან ამ თემის გაშუქება მანიპულაციურად მოხდა.
„მათ დაამახინჯეს ამ განცხადების კონტექსტი. რეალურად, განცხადება, რომელიც მთავრობის სახელით გავრცელა, არის დაბალანსებული. ზუსტად იმ პოლიტიკის გამოძახილი, რასაც საქართველოს მთავრობა ბოლო პერიოდში ახორციელებს და ეს არის მშვიდობის პოლიტიკა და ეს არის დიპლომატიის კლასიკა.
მაგრამ, სამწუხაროდ მეორე მხრიდან საქმე გვაქვს შეგნებულ მავნებლობასთან. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სიღრმეებში ვერ ჩადიან და მათ აზროვნება საკმაოდ ვიწროა. მათ ბოლომდე გააზრებული არ აქვთ ის საფრთხე, რაც შესაძლოა ქვეყანას შეექმნას და რიგ შემთხვევაში ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ ქვეყნისთვის დამაზიანებელ საფრთხეს“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას. სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს