1764964019
"ამაზე დიდი პანდემია მსოფლიოს არ ახსოვს, რაც შეფუთული იყო ე.წ. ლიბერალური დემოკრატიით" - გიორგი სოსიაშვილი
გარე ძალების მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა წლების განმავლობაში - მმართველი გუნდი აღიარებად მიიჩნევს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას. რომელშიც ლორენს ვილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს. მან ისაუბრა როგორ იყენებდა შტატები ლიბერალურ დემოკრატიას საკუთარი მიზნებისთვის.
ამერიკელი პოლკოვნიკი და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი საუბრობს სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და ენჯეოებზე. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეესრულებინათ და გარე ძალების ინტერესები გაეტარებინათ. ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც.
"ამაზე დიდი პანდემია მსოფლიოს არ ახსოვს, რაც შეფუთული იყო ე.წ. ლიბერალური დემოკრატიით, ეს ბნელი ძალა, ინსტრუმენტად იყენებდა მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ და უამრავ ქვეყანაში თავიანთი აგენტურით, რევოლუციების მომზადებით, მთავრობების ჩამოშლით, ოჯახური ღირებულებების მიწასთან გასწორებით, სამშობლოს ცნების ფეხქვეშ გათელვით და ამაზე პირდაპირ განაცხადა ლორენს ვილკერსონმა. ის პირდაპირ ამბობს, რომ მთელი ენჯეო სექტორი, მთავრობები იმართებოდნენ ამ უზარმაზარი ფულით, მათ შორის მედიასაშუალებები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ადამიანებს სიყალბეში ამყოფებდნენ,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.











