„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
"ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა არ არის 4 მილიონი - 50 000 მძიმე ნარკოტიკის ინტრავენური მომხმარებელი გვყავს, რამხელა გავრცელებაა ხომ?!" - ამის შესახებ ექიმი-ნარკოლოგმა, დავით ვადაჭკორიამ გადაცემაში "დებატები" განაცხადა.
მისი შეფასებით, კარგია, რომ ნარკოპოლიტიკაზე დებატები და მსჯელობა დაიწყო.
"ამ ქვეყანას აქვს უსაფრთხოების სამი დიდი გამოწვევა - ეს არის ტერიტორიები, სიღარიბე/დემოგრაფია და წამალდამოკიდებულება. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა არ არის 4 მილიონი, 50 000 მძიმე ნარკოტიკის ინტრავენური მომხმარებელი გვყავს. რამხელა გავრცელებაა ხომ?! - წარმოიდგინეთ მასშტაბები, რომელიც შექმნა ამ პრობლემამ ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით, 2019 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, სიღრმისეული დისკუსია ამ ქვეყანაში არ ტარდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მძიმდებოდა სიტუაცია. მივესალმები, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, ამ თემაზე საუბარი დავიწყეთ და გარკვეული ქმედებებიც გადაიდგა. ზოგში ვეთანხმები, ზოგში არ გეთანხმები, ზოგში კატეგორიულად არ ვეთანხმები, თუმცა კარგია, რომ ეს პროცესი დაიძრა და მსჯელობა მაინც დავიწყეთ ამ თემასთან დაკავშირებით," - განაცხადა დავით ვადაჭკორიამ.