შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, ზურაბ ჟვანიას შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა
1771315826
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე "რუსთავი 2-ის" ეთერში გამართულ დებატებზე საუბრობს.
რატი იონათამიშვილის შეფასებით, დებატებმა ნათლად აჩვენა ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი.
„ამ დებატებმა პირნათლად აჩვენა ოპოზიციის ორპირობაც და ორმაგი სტანდარტიც. ის, რომ დღეს მათ გადაიწერეს კონსპექტებად მშვიდობის მნიშვნელობა და საუბრობენ ამაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ისინი არ არიან გულწრფელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 2022 წელსაც ამაზე ილაპარაკებდნენ. მაგრამ დღეს, როდესაც ნახეს, რომ საზოგადოება დადგა არა ომის, არამედ მშვიდობის მხარეს, ისინი იძულებულები არიან დაიწყონ ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, რაც დრო გავა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ ასეთ შეცვლილ რიტორიკას, მაგრამ, რა თქმა უნდა, გულწრფელები არც მერე იქნებიან,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მშვიდობის თემაზე ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას ეხმიანება. იგი ამ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შესაბამის განცხადებებს აქვეყნებს.