1771275704
ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში, ირანმა და აშშ-მა ძირითად „სახელმძღვანელო პრინციპებზე“ შეთანხმებას მიაღწიეს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჟენევაში, არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ძირითად „სახელმძღვანელო პრინციპებზე“ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
ეს პროგრესი არ ნიშნავს შეთანხმების მოახლოებას, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა დაწყებულია, განუცხადა მან ირანულ მედიას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, - იუწყება reuters-ი.
ადრე, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი დროებით დახურავდა "ჰორმუზის" სრუტის ნაწილს, შეერთებულ შტატებთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების გამო, რომელმაც საბრძოლო ძალები განალაგა სპარსეთის ყურის რეგიონში, რათა თეირანზე ზეწოლა მოახდინოს დათმობების მისაღწევად.
ჟენევაში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.










