ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ დააკნინონ კომისია. სინამდვილეში ამით შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს. მოვიდნენ და გასცენ კითხვებზე პასუხი უმოწყალოდ, რომ ხოცავდნენ ადამიანებს, ართმევდნენ ბიზნესს

ალუდა ღუდუშაური

კომისია აქ არაფერ შუაში არ არის. ეს ადამიანების საკუთარ თავს თვითონ უქმნიან ამ მდგომარეობას. ფაქტი ერთი არის. ეს არის ღია, საჯარო სხდომები. თუ ვინმეს რაიმე არ აქვს დასამალი, მოვიდეს ღია, საჯარო სხდომაზე და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც არის საზოგადოებაში და ეს კითხვები არის ძალიან სამართლიანი, ძალიან ლოგიკური, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, დროებითი საგამოძოებო კომისიის სხდომაზე პოლიტიკოსების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ კი მათ რაიმე აქვთ სათქმელი უნდა მივიდნენ კომისიის სხდომაზე და თქვან მათი „სიმართლე“.

„ეს მათი მოვალეობა არა კომისიის წინაშე, რატომღაც საზოგადოებას ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ. ეს ადამიანები ასე ფიქრობენ ალბათ, რომ ჩვენი საზოგადოება არის მათი მოტყუების ქვეშ და რასაც ეს ადამიანები იტყვიან, ეს იქნება ჭეშმარიტება. მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ მათი ძირითადი უმრავლესობა არის ტყუილით და სიცრუით დაკავებული. მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი. კომისიის წინაშე კი არ უნდა წარადგენენ, საკუთარი ხალხის წინაშე უნდა წარდგენენ მაგრამ ცდილობენ, რომ დააკნინონ კომისია და სინამდვილეში ამით შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ხალხს. აი, მოვიდნენ ეს ადამიანები და გასცენ კითხვებზე პასუხი უმოწყალოდ, რომ ხოცავდნენ ადამიანებს, ართმევდნენ ბიზნესს, არეკეტებდნენ ბიზნესს და ათასგვარ სიბინძურეს ჩადიოდნენ. დემოკრატიის ხარისხზე, როგორ შეიძლება იყოს საუბარი „ნაციონალური მოძრაობასთან“, ეს ხომ არათავსებადი არის. მოვიდნენ და გასცენ პასუხები. თუ მართლაც აქვს საკუთარ თავში სიმართლე მოვიდნენ და უთხრა საზოგადოებას, კომისიას არაფერში არ სჭირდება. არც მე პირადად, არც რომელიმე კომისიის წევრს. საერთოდ არ გვაქვს არანაირი სურვილი, რომ მაგალითად ბატონ ვაშაძეს ან სხვებს რომელიმეს დავსხდეთ და კომისიის ფორმატში რამდენიმე საათი დავკარგოთ და ვუსმინოთ მათ. ეს ჩვენ ნანახი გვაქვს, გასული ოთხი წლის განმავლობაში მათ საცირკო წარმოდგენებს ვუყურებდით და ისიც საკმარისი არის იმისთვის, რომ ჩვენს დაკარგულ პერიოდად მივიჩნიოთ ის, რომ ვუყურებდით ვაშაძის და მისნაირების აი, ამ ამორალურ საქციელს და ათასგვარ სიბინძურეს, შოუს.

ჩვენ გვახსოვს როგორი „ჩელენჯივით“ იყო მათთვის, რომ რაღაცნაირად როგორი აღტინებულები იყვნენ, რომ ვიღაც არ მივიდა კომისიაზე და ამას შემდეგ თავიანთ სოციალურ ქსელებში აქვეყნებდნენ. „სელფებს“ იღებდნენ. გაუგონარ საცირკო წარმოდგენას აკეთებდნენ. დღეს, როდესაც კანონი მათ მიმართ ამუშავდა ისე როგორც კანონს მიმართ პატივისცემა უნდა ჰქონდეს ყველას და კანონი ბუნებრივია ყველასთვის არის ერთი და შეუვალი, აი, დღეს ვხედავთ, რომ თურმე დაიწყეს ლაპარაკი, რაღაც გოდებაზე, მოთქმაზე. მაშინ გავაფრთხილეთ ჩვენ, რომ დღეს, კი ბატონო არ მოვლენ, „სელფებს“ გადაიღებენ და ამით აღტკინდებიან მაგრამ როდესაც კანონი მათ მიმართ იმუშავებს, შემდეგ არ დაიწყონ სხვადასხვა სპეკულაციები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.