მეცნიერები გვაფრთხილებენ: ყავა ნიჟარაში აღარ ჩაასხათ
1762179041
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ტეო ფრანკენმა მედია „მოსკოვზე დარტყმის“ შესახებ მისი სიტყვების დამახინჯებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
„ვფიქრობ, უმჯობესია, წაიკითხოთ ინტერვიუ, რომელიც Humo-ს მივეცი. De Morgen-მა ჩემი ნათქვამი უხეშად, არაკორექტულად და უსამართლოდ გადმოსცა. მე ვუპასუხე ჟურნალისტის შეკითხვას - „ისვრის თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს ბრიუსელის მიმართულებით?“ მე ვუპასუხე, რომ არა, რადგან მან იცის, რომ თუ ამას გააკეთებს, ჩვენ პასუხს გავცემთ მოსკოვის მიმართულებით. ეს არის ნატოს ძირითადი პრინციპი 76 წლის განმავლობაში - მეორემ გასროლის პრინციპი. როდესაც თავს დაგვესხმიან, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ დარტყმას მათ მიმართ, ვინც გვესხმის თავს“, - აღნიშნა ბელგიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ჟურნალ Humo-ს ვებგვერდზე განთავსებული სტატია ციტირებს შემდეგ განცხადებას:
კითხვაზე - არ გეშინიათ, რომ პუტინმა ერთ დღეს ბრიუსელის მიმართულებით არაბირთვული რაკეტა შეიძლება გამოუშვას? - ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა:
„არა, რადგან ეს ნატოს შუაგულში დარტყმის ტოლფასი იქნება, და ჩვენ მაშინ მოსკოვს მიწასთან გავასწორებდით“.