ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მიწვევით ჩინეთში იმყოფება, დღეს მათი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება

ლევან ჟორჟოლიანი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მიწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან, იქნება ორმხრივი შეხვედრა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე შეფასებით, ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.

„ასევე, მთავრობის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, კოლეგა მინისტრებთან ერთად, ექნებათ საშუალება, გააფორმონ მემორანდუმები. ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაშიც, რომელზეც 40-მდე ქართული კომპანია არის წარმოდგენილი. რასაკვირველია, ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.