„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ის ქმედებები და ის კანონმდებლობა, რის გამოც საქართველომ არაერთი კრიტიკა მოისმინა და კვლავ ისმენს ევროკავშირის მხრიდან, ახლა ვხედავთ, რომ თურმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაც პრიორიტეტულია, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
„რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ძალიან რთულ მსოფლიოში ეროვნული სუვერენიტეტის და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია, დასტურდება იმ კასკადური გადაწყვეტილებებით, რასაც არა მხოლოდ ევროკავშირს წევრი სახელმწიფოები, არამედ ყველა სხვა განვითარებული სახელმწიფო იღებს ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა ბითაძემ.
სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა - ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა.